04 მაისი 2024,   05:07
ვრცლად
ავღანეთში თავდასხმა მოხდა სამშობიაროზე და დაკრძალვაზე - მსხვერპლთა შორის 2 ახალშობილია

ავღანეთში მომხდარ თავდასხმებს 40 ადამიანი ემსხვერპლა. ქაბულში სამშობიაროს შეიარაღებული პირები დაესხნენ თავს, რის შედეგადაც დაიღუპა 16 ადამიანი, მათ შორის ორი ახალშობილი. კიდევ ერთი თავდასხმა მოხდა ავღანეთის ერთ-ერთ პროვინციაში, სადაც დაკრძალვაზე პირმა თავი აიფეთქა. მომხდარს 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

პასუხისმგებლობა ამ ეტაპზე არცერთ დაჯგუფებას არ აუღია. ავღანეთში მშვიდობიან მოქალაქეებზე თავდასხმები დაგმო შეერთებულმა შტატებმა.

დღის ამბები