04 მაისი 2024,   02:53
ვრცლად
გაერო პანდემიასთან ბრძოლისთვის რელიგიურ ლიდერებს დახმარებს სთხოვს

გაერო რელიგიურ ლიდერებს დახმარებას სთხოვს. როგორც ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა ანტონიუ გუტიერიშმა განაცხადა, რელიგიურ ლიდერებს შეუძლიათ მნიშვნელოვანი როლი შეასრულონ პანდემიასთან ბრძოლაში.

კერძოდ, საუბარია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციების გავრცელებაზე, რაშიც გაეროს რელიგიური ლიდერების იმედი აქვს.

გუტიერიშმა მოუწოდა რელიგიურ ლიდერებს, ებრძოლონ ცრუ და ყალბ ინფორმაციას, ასევე ქსენოფობიას, რასიზმსა და დისკრიმინაციის ნებისმიერ სხვა ფორმას.

"ვინაიდან ჩვენ დეზინფორმაციის გავრცელებას ვებრძვით, მოვუწოდებ რელიგიურ ლიდერებს, გამოიყენეთ თქვენი საკომუნიკაციო საშუალებები, რათა მხარი დაუჭიროთ მთავრობას და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციები უფრო ფართოდ გავრცელდეს. აუცილებელია, რომ სოციალური დისტანცია და ჰიგიენა დაცული იყოს რელიგიურ ცერემონიებზეც, მინდა ვისაუბრო ქალთა დისკრიმინაციაზეც, ეს ეწინააღმდეგება ნებისმიერ რელიგიას. მივმართავ ლიდერებს, კატეგორიულად დაგმონ ასეთი ქმედებები და მხარი დაუჭირონ პარტნიორობას, თანასწორობას, ურთიერთპატივისცემასა და თანაგრძნობას," - განაცხადა ანტონიო გუტიერიშმა.

 

დღის ამბები