ჰოლანდიური წარმოების 30 000 სწრაფი ტესტი, რომელიც სინამდვილეში ჩინური წარმოების აღმოჩნდა, ჯანდაცვის სამინისტრომ აღარ შეიძინა.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ხარვეზი უწყებამ დროულად აღმოაჩინა და იქამდე გაწყვიტა დადებული ხელშეკრულება, ვიდრე სახელმწიფო ტესტებს ოფიციალურად შეიძენდა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს 24 აპრილის ხელშეკრულებით 30 000 სწრაფი ტესტი უნდა შეეძინა. ხელშეკრულების მიხედვით, კომპანიას სამინისტროსთვის ჰოლანდიური მწარმოებელის 930 000 ლარის ღირებულების ტესტები უნდა მიეწოდებინა. თუმცა, მოგვიანებით გაირკვა, რომ ტესტები სინამდვილეში არა ჰოლანდიაში, არამედ ჩინეთშია დამზადებული.