04 მაისი 2024,   00:41
ვრცლად
აშშ-ში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 1 064 ადამიანი გარდაიცვალა, 18 106 კი დაინფიცირდა

აშშ-ში კორონავირუსით 1 064 ადამიანი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი ავრცელებს.

ბოლო 24 საათში, ქვეყანაში აღრიცხულია COVID 19-ის 18 106 ახალი შემთხვევა. საერთო ჯამში აშშ-ში ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე გამოვლინდა კორონავირუსის 1 410 000 შემთხვევა. გარდაიცვალა 83 500-მდე COVID ინფიცირებული.

"სანამ ჩვენი ქვეყანა ეკონომიკის აღდგენით პროცედურებს განაახლებს, მნიშვნელოვანია საზოგადოებამ ვირუსის სიმპტომების არსებობისას დაუყოვნებლივ მიმართოს საჭირო ზომებს, მოექცეს თვითიზოლაციაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა ინფიცირების ზრდის მაჩვენებელი ვერასოდეს შევამციროთ. მოვუწოდებ ჩვენს მოქალაქეებს, გამოიჩინონ პასუხისმგებლობა და სისტემატურად აკონტროლონ საკუთარი ჯანმრთელობა და გარშემომყოფებთან სოციალური დისტანცია," - განაცხადა ვაშინგტონის შტატის გუბერნატორმა ჯეიმს ინსლიმ.

დღის ამბები