04 მაისი 2024,   07:11
ვრცლად
ბრიტანეთში დღეიდან მოქალაქეებს სუფთა ჰაერზე გასეირნება და ვარჯიში განუსაზღვრელი ვადით შეეძლებათ

დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების ნაწილი დღეიდან შემსუბუქდება. კერძოდ, მოქალაქეებს სუფთა ჰაერზე გასეირნებისა და ვარჯიშის საშუალება განუსაზღვრელი ვადით შეეძლებათ.

მანამდე მოქალაქეებს უფლება ჰქონდათ, დღეში მხოლოდ ერთი საათი ესეირნათ და ისიც, სახლის სიახლოვეს.

სოციალური დისტანციის წესების დარღვევისთვის ჯარიმის სახით მოქალაქეებს 3 200 გირვანქა სტერლინგის გადახდა მოუწევთ.

დღეისთვის არსებული მონაცემებით, გაერთიანებულ სამეფოში კოვიდინფიცირებულთა რაოდენობამ 226 000-ს გადააჭარბა, ვირუსს 33 000-მდე პაციენტი ემსხვერპლა.

"2 მილიონ 7 146 კორონავირუსის ტესტი გამოვიყენეთ მთელი ბრიტანეთის მასშტაბით, მხოლოდ გუშინ კოვიდ-19-ზე 85 000-ზე მეტი ტესტირება განხორციელდა, ტესტირების შედეგად პოზიტიური შედეგი მივიღეთ 226 000-ზე მეტ შემთხვევაში, ბოლო დღის მაჩვენებლით ეს რიცხვი 3 403-ით გაიზარდა, გაერთიანებულ სამეფოში ბოლო 24 საათში ვირუსით 627 ადამიანი დაიღუპა, ინფიცირებისა და ფატალური შედეგების თავიდან ასაცილებლად საზოგადოებას მოვუწოდებთ შეინარჩუნონ სოციალური დისტანცია და დარჩნენ სახლში, სახელმწიფო შეზღუდვებს ნელი ტემპით შეამსუბუქებს, 1 ივნისიდან ვფიქრობთ, რომ გარკვეულწილად სრულად აღდგება ბიზნესსაქმიანობები," - აღნიშნა დიდი ბრიტანეთის სახლემწიფო მდივნმა ბიზნესის საკითხებში ელოკ შარმა.

დღის ამბები