04 მაისი 2024,   06:47
ვრცლად
ახალი ზელანდიის მთავრობამ კორონავირუსის ეპიდემიის გამო დაწესებული საგანგებო მდგომარეობა გააუქმა

ახალი ზელანდიის მთავრობამ კორონავირუსის ეპიდემიის გამო დაწესებული საგანგებო მდგომარეობა გააუქმა. ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ქვეყნის ტერიტორიაზე ინფიცირება ბოლო 48 საათის განმავლობაში არ დაფიქსირდა. "გარდამავალი ეტაპი" ახალ ზელანდიაში, სავარაუდოდ, 90 დღე გაგრძელდება.

ახალ ზელანდიაში კორონავირუსით ინფიცირების 1 497 შემთხვევა გამოვლინდა, 1 402 ადამიანი გამოჯანმრთელდა,  21 კი გარდაიცვალა.

"მინდა განვაცხადო, რომ დღევანდელი მონაცემებით, ქვეყანაში კოვიდ-19-ის არც ერთი შემთხვევა არ ფიქსირდება, ინფიცირების შემთხვევების 93% პაციენტების გამოჯანმრთელებით დასრულდა. არსებული მონაცემები საშუალებას გვაძლევს კორონავირუსის მიზნით დაწესებული რეგულაციების მოხსნა დავიწყოთ," - აღნიშნა ახალი ზელანდიის ჯანდაცვის უწყების გენერალურმა დირექტორმა  ეშლი ბლუმფილდიმ.

დღის ამბები