04 მაისი 2024,   00:55
ვრცლად
რა ხდება მეზობელ ქვეყნებში - რუსეთში ყოველდღიურად ათასობით ახალი ინფიცირებულია  

რუსეთში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 10 028 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და საერთო ჯამში, ინფიცირებულთა რაოდენობამ ქვეყანაში 242 271-ს მიაღწია. ამასთან, უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში რუსეთში ვირუსით 96 ადამიანი გარდაიცვალა და დაღუპულთა რიცხვი 2 212-მდე გაიზარდა.

ამ დროისთვის ყველაზე მძიმე ვითარება რუსეთშია - იქ ყოველდღიურად ათასობით ახალი ინფიცირებულია.

რაც შეეხება უკრაინას, ინფიცირებულთა რაოდენობა 402-ით გაიზარდა, საერთო ჯამში 16 425-ია, მათი შორის 25 ბავშვია და 92 სამედიცინო სფეროს წარმომადგენელი.

სომხეთში, ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 180 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და საერთო ჯამში, ინფიცირებულთა რაოდენობამ ქვეყანაში 3 718-ს მიაღწია.

ამასთან, ქვეყანაში უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში ერთი პირი დაიღუპა და მთლიანობაში გარდაცვლილთა რაოდენობამ 48 შეადგინა. აზერბაიჯანში მონაცემები უცვლელია, ქვეყანაში კოვიდენფიცირებულია 2 693 ადამიანი, გარდაიცვალა 33 პაციენტი. რაც შეეხება თურქეთს, ინფიცირებულია 142 000 პაციენტი, გარდაცვლილია 3 900.  

"ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ინფიცირებულთა რიცხვი 402-ით გაიზარდა, მათ შორის 25 ბავშვი და 92 მედპერსონალია, ფატალურად დასრულდა 96 პაციენტის სიცოცხლე, ეს მონაცემებია ჩვენი ქვეყნის არაოკუპირებული ტერიტორიიდან, თუმცა რა ვითარებაა ყირიმში, დონეცკში, ლუგანსკსა და სევასტოპოლში ამის შესახებ ზუსტ ცნობებს არ ვფლობთ,“ - განაცხადა უკრაინის ჯანდაცვის მინისტრმა, მაქსიმ სტეფანოვმა.  

დღის ამბები