04 მაისი 2024,   05:41
ვრცლად
მადაგასკარის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ქვეყანამ კორონავირუსის წამალი აღმოაჩინა

მადაგასკარის პრეზიდენტი, ენდრი რაჟოელინა აცხადებს, რომ ქვეყანა კორონავირუსის წამალს აწარმოებს, თუმცა მსოფლიო მათ აღმოჩენას სკეპტიკურად მოეკიდა. მისი თქმით, მსგავსი ხსნარის გამოშვება ევროპულ ქვეყანას რომ დაეწყო, მას ყველა იყიდდა.

აღსანიშნავია, რომ მადაგასკარში კორონავირუსით 186 პირია ინფიცირებული. ქვეყანაში ვირუსით არავინ გარდაცვლილა.

"ეს წამალი რომ ევროპულ ქვეყანას აღმოეჩინა, დარწმუნებული ვარ, ხალხი მასში არ დაეჭვდებოდა, პრობლემა იმაშია, რომ კოვიდ ორგანიკი აფრიკაშია წარმოებული, ერთ-ერთ ღარიბ სახელმწიფოში, სწორედ ამიტომ არავინ აქცევს პრეპარატს ყურადღებას,“ - განაცხადა მადაგასკარის პრეზიდენტმა, ენდი რაჟოელინამ

დღის ამბები