04 მაისი 2024,   03:47
ვრცლად
თეირანში მეჩეთები გაიხსნა

თეირანში მეჩეთები გაიხსნა. ირანის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ქვეყანაში კოვიდინფიცირებულების რაოდენობა იკლებს, რაც შესაძლებლობას იძლევა მლოცველები რამადანის ლოცვებს დაესწრონ.

წელს რამადანის დღესასწაულზე მლოცველებს მეჩეთში შესვლის უფლება პირველად მიეცათ, უკვე 2 თვეა, რაც ქვეყნის მასშტაბით ყველა ხალხმრავალი დაწესებულება დახურულია, ირანში ბოლო მონაცემებით 111 000-მდე კოვიდინფიცირებულია, რომელთაგან 6 700-ზე მეტი გარდაიცვალა, გამოჯანმრთელდა 89 000-მდე პაციენტი.  

"სასიამოვნო შეგრძნებაა ტაძარში კვლავ დაბრუნება, მძიმე დრო გავიარეთ, განსაკუთრებით მძიმე მეჩეთების დაკეტვა იყო, ჩვენ ვლოცულობთ, რომ ეს ბოროტი ვირუსი დავამარცხოთ, ვლოცულობთ მთელი კაცობრიობისთვის“ - აცხადებს მუსლიმი მრევლი. 

დღის ამბები