მოძრაობა "მომავლისთვის" ორგანიზებით და მამუკა ხაზარაძის ფინანსური უზრუნველყოფით საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ერგნეთში, დღეს სასურსათო პაკეტი და პირველადი მოხმარების ჰიგიენური საშუალებები ჩაიტანეს. დახმარება 153-მა ოჯახმა მიიღო. თეონა დოლენჯაშვილის განცხადებით სოფელზე პატრონაჟს მოძრაობა "მომავლისთვის" იღებს და ადგილობრივებს სასოფლო სამეურნეო საქმიანობაშიც დაეხმარებიან.