18 ნოემბერი 2024,   19:40
ვრცლად
ცხინვალის რეგიონი 30, აფხაზეთი 15 - ოკუპირებულ ტერიტორიებზე კორონავირუსის შემთხვევები მატულობს

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 14 მაისის მდგომარეობით, ინფიცირებულთა რაოდენობამ 30 შეადგინა.

12-მდე გაიზარდა ოკუპირებულ აფხაზეთში იმ პაციენტთა რაოდენობა, რომლებსაც კორონავირუსის დადასტურებული დიაგნოზი აქვთ. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ტესტირება გუშინ 58 პირს ჩაუტარდა, მათგან COVID-19 ორს დაუდასტურდა. ორივე აფხაზეთში რუსეთიდან ცოტა ხნის წინ დაბრუნდა. ისინი მკურნალობის კურსს გუდაუთის საავადმყოფოში გადიან.

ოკუპირებულ აფხაზეთში დღემდე კორონავირუსის სულ 15 შემთხვევაა დადასტურებული. დე ფაქტო მთავრობის განცხადებით, ორი პაციენტი გამოჯანმრთელდა, ერთი ინფიცირებული კი გარდაიცვალა.

დღის ამბები