ავტოსაგზაო შემთხვევა ბათუმში - სწრაფად მომავალი BMW-ს მარკის ავტომობილი ერთდროულად 3 ავტომობილს შეეჯახა. ავარიის შედეგად 2 პირი დაშავდა, ისინი სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა.
შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ავტოსატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.