04 მაისი 2024,   04:43
ვრცლად
სომხეთში კორონავირუსის მზარდი სტატისტიკის გამო საგანგებო მდგომარეობა გახანგრძლივდა

მსოფლიოში კორონავირუსით სიკვდილიანობის მაჩვენებელმა 300 ათასს გადააჭარბა. ბოლო 24 საათში სომხეთში COVID ინფექცია 142 ადამიანს დაუდგინდა, გარდაცვლილთა რაოდენობამ კი 49 მიაღწია. მზარდი სტატისტიკის გამო სომხეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა 13 ივნისამდე გახანგრძლივდა, სავალდებულო ხდება ღია სივრცეებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში პირბადის ტარება.

საქართველოს მეზობელი ქვეყნებიდან ყველაზე მეტი ინფიცირებული რუსეთს ჰყავს, ქვეყანაში სიკვდილიანობის მაჩვენებელმა 2 ათას 300 გადააჭარბა.

სიკვდილიანობის მონაცემი თურქეთში 4 ათას 7 შეადგენს. გასულ დღე-ღამეში გარდაცვალების არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა აზერბაიჯანში.

დღის ამბები