04 მაისი 2024,   03:22
ვრცლად
ამსტერდამი-თბილისის სპეცრეისით დღეს საქართველოში 181 პირი ჩამოვა, მათ შორის უმეტესობა ტრანზიტული მგზავრია

თბილისში ევროპიდან დღეს მორიგი ფრენა შესრულდება, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს სამშობლოში ჩამოიყვანს. ამსტერდამი-თბილისის რეისით 180-ზე მეტი მგზავრი ისარგებლებს.
საქართველოში დაბრუნდებულებს შორის უმტესობა ამერიკის კონტინენტიდან ჩამოსული, ტრანზიტული მგზავრები იქნებიან.

საქართველოს მოქალაქეების დასაბრუნებლად ნიდერლანდების მიმართულებით "ჯორჯიან ეარვეისის" კუთვნილი თვითმფრინავი თბილისის აეროპორტიდან სულ ცოტა ხნის წინ გაფრინდა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის ვლადიმერ კონსტანტინიდს განცხადებით, სამშობლოში მოქალაქეების დასაბრუნებლად საკოორდინაციო საბჭოს მიერ განსაზღვრული ფრენების განრიგის მიხედვით, 18 მაისს განხორციელდება სპეცრეისი ლარნაკადან, 20 მაისი ათენიდან, 22 მაისს კი რომიდან.

დღის ამბები