ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მაკა სოლოღაშვილის განცხადებით, ამ ეტაპზე სამდიცინო დაწესებულებაში 56 პაციენტია, 10 მათგანი 18 წლამდე მოზარდია. ახალი შემთხვევებიდან კლინიკაში 6 პაციენტია შეყვანილი.
მაკა სოლოღაშვილის განცხადებით, კლინიკაში მყოფი პაციენტებიდან 6-ის მდგომარეობა საყურადღებოა.
შეგახსენებთ, ბოლო 24 საათში კორონავირუსის 19 ახალი შემთხვევა დადასტურდა. საქართველოში COVID-19-ის დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა 671 გახდა. 19 ახალი შემთხვევიდან 17 ბოლნისის კლასტერია. ერთი კლინიკაში საკარანტინე სივრციდან მოხვდა, ერთი კი მედიკოსია. COVID-19 393-მა პაციენტმა დაამარცხა. დაღუპულია 12.