03 მაისი 2024,   22:24
ვრცლად
შემთხვევებმა მომატება დაიწყო, მსოფლიო ვირუსის გავრცელების მეორე ტალღისთვის მზად უნდა იყოს - ჯანმოს წარმომადგენელი

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცახდებენ, რომ მსოფლიო კორონავირუსის მეორე ტალღისთვის მზად უნდა იყოს, რადგან შემთხვევებმა მომატება დაიწყო. ორგანიზაციის წარმომადგენელი მარია ვან კერხოვე ამბობს, რომ ვირუსის შემთხვევების მატება დაფიქსირდა სამხრეთ კორეაში, სინგაპურსა და ჩინეთის ქალაქ უხანში. მისი თქმით, სახელმწიფოებმა სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ.

"ზოგ ქვეყანაში კორონავირუსის შემთხვევებმა მომატება დაიწყო და მსოფლიო ვირუსის გავრცელების მეორე ტალღისთვის მზად უნდა იყოს. ეს ყველა ქვეყნისთვის გაკვეთილია. ის ეძებს შესაძლებლობებს, რომ კვლავ გამოცოცხლდეს. ამისათვის ჩვენ, ყველა, მზად უნდა ვიყოთ. ვირუსის შემთხვევების მატება დაფიქსირდა სამხრეთ კორეაში, სინგაპურსა და ჩინეთის ქალაქ უხანში. სანამ ქვეყნების გახსნას გადაწყვეტენ, ხელისუფლებები კარგად უნდა დაფიქრდნენ,“ - აცხადებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელი, მარია ვან კერხოვე.

ამ დროისთვის, მსოფლიოში ინფიცირებულთა რიცხვი 4 მილიონ ნახევარს გასცდა, აქედან მილიონ 700 ათასზე მეტმა პაციენტმა COVID-19 დამარცხა. 300 ათასზე მეტი შემთხვევა კი ლეტალურად დასრულდა.  

დღის ამბები