03 მაისი 2024,   05:13
ვრცლად
იტალია 3 ივნისიდან საზღვრებს გახსნის

იტალია 3 ივნისიდან საზღვრებს გახსნის, რის შემდეგაც მოქალაქეებს ასევე შეეძლებათ თავისუფალი გადაადგილება ქვეყნის შიგნითაც. მედიის ინფორმაციით, შესაბამისი დადგენილება ქვეყნის მთავრობამ უკვე დაამტკიცა.

იტალია პირველი ევროპული სახელმწიფო იყო, რომელიც პანდემიამ მნიშვნელოვნად დააზარალა და წითელ ზონად აქცია. ქვეყანაში შეზღუდვების ეტაპობრივი შემსუბუქება 4 მაისიდან დაიწყო.

2 თვიანი მკაცრი კარანტინის შემდეგ იტალიაში სილამაზის სალონები, მაღაზიები და რესტორნები ორშაბათიდან იხსნება.

დღის ამბები