30 ნოემბერი 2020,   15:55
ვრცლად
"ოთარ ფარცხალაძესა და მის ძმას, წლებია ერთმანეთთან ურთიერთობა აღარ აქვთ" - თორნიკე ფარცხალაძეს 6 წლიანი პატიმრობა ემუქრება

ყოფილი გენერალური პროკურორის ოთარ ფარცხალაძის ძმას, 6 წლიანი პატიმრობა ემუქრება. თორნიკე ფარცხალაძეს ნარკოდანაშაულს ედავებიან. მას წინასწარი პატიმრობა დღეს შეუფარდეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ყოფილი გენპროკურორის ძმას, ნარკოტიკული საშუალება სუბოქსინი აღმოჩნდა.

"კურიერის" ინფორმაციით, დაკავებული შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელია, მისი დაკავება კი სწორედ ამ უწყების თანამშრომლებმა განახორციელეს. ამასთან, ცნობილი ხდება, რომ ის ორი დღის წინ დააკავეს, თუმცა ეს ფაქტი საზოგადოებამ დღეს გაიგო.

რას საქმიანობდა ოთარ ფარცხალაძის ძმა და რა ვითარებაში მოხდა მისი დაკავება ამ ეტაპზე უცნობია.

ოთარ ფარცხალაძე აღნიშნულზე კომენტარს არ აკეთებს, თუმცა მისი უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები ამბობენ, რომ ოთარ ფარცხალაძესა და მის ძმას, წლებია ერთმანეთთან ურთიერთობა აღარ აქვთ. 

"არაფერი ვიცი როდის რა მოხდა. ფაქტი დადასტურებულია, სხვას ვერაფერს ვიტყვი. წლებია ოთარ ფარცხალაძესა და მის ძმას ერთმანეთთან ურთიერთობა აღარ აქვთ და შესაბამისად, არაფერი იცის. სად და რა ვითარებაში მოხდა მისი დაკავება ჩემთვის უცნობია,"- განაცხადა ოთარ ფარცხალაძის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელმა.

კითხვაზე თუ რა მტკიცებულებების მიხედვით წარუდგინეს ბრალი თორნიკე ფარცხალაძეს და რას ედავება მას კონკრეტულად გამოძიება - მისი ადვოკატი ზურაბ კოპალიანი არ პასუხობს. 

დღის ამბები