04 მაისი 2024,   20:16
ვრცლად
ბრაზილიამ ინფიცირებულთა რაოდენობით მსოფლიოში მეოთხე ადგილი დაიკავა

ბრაზილიაში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით კიდევ 816 ადამიანი დაიღუპა. გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 15 633-მდე გაიზარდა. ინფიცირებულია 233 142 ადამიანი. ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემების მიხედვით, დადასტურებული შემთხვევების რაოდენობით ბრაზილიამ ესპანეთსა და იტალიას გადაუსწრო და მსოფლიოში მეოთხე ადგილი დაიკავა.

"მძიმე სიტუაციაა, გვიწევს არჩევანის გაკეთება იმ პაციენტების სასარგებლოდ, ვისაც გადარჩენის მეტი შანსი აქვთ, ძალიან რთულია გადაწყვიტო, ვინ უნდა იცოცხლოს და ვინ არა, ეს საკითხი ექიმების გადასაწყვეტი არ უნდა იყოს," - ამბობს ბრაზილიელი ექიმი. 

დღის ამბები