10 სექტემბერი 2026,   11:27
ვრცლად
ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე დაკავებული ერთი პირი საპროცესო შეთანხმებაზე უარს აცხადებს

ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე დაკავებული დღეს კიდევ ერთხელ დაიკითხება. ბრალდებული საპროცესო შეთანხმებაზე უარს აცხადებს და დანაშაულს არ აღიარებს.

"დაიკითხება ბრალდებული გ.ბ. რომელიც მისცემს სასამართლოს ჩვენებას. აქვე, უნდა აღინიშნოს, რომ ეს ბრალდებული უარს აცხადებს პროკურატურის მიერ შემოთავაზებულ საპროცესო შეთანხმებაზე და მას სურს საქმის არსებითი განხილვით დასრულება. ფიქრობს, რომ მის წინააღმდეგ მტკიცებულებები არ არსებობს და მიიჩნევს, რომ გამამართლებელ განაჩენს იმსახურებს.

პროკურატურა დააყენებს შუამდგომლობას 9 ბრალდებულთან მიმართებით, რომელთა დაკავშირებითაც გაფორმებულია საპროცესო შეთანხმება," - აღნიშნა ადვოკატმა სალომე კალაიჯაშვილმა.

სკანდალურ საქმეზე სულ 21 პირია ბრალდებული - მათ შორის არიან ბავშვების მშობლები და მასწავლებლები, აქედან ყველას 20 წლამდე, ან უვადო პატიმრობა ემუქრებოდა. შეთანხმებიდან გამომდინარე კი ცხრა ბრალდებული ციხეს ვადაზე ადრე დატოვებს. მათ შორის იქნება ამერიკის მოქალაქეც, რომელიც სქემის ორგანიზატორად ითვლება.

დღის ამბები