03 მაისი 2024,   13:35
ვრცლად
საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების ფარგლებში დღეს ათენი-თბილისის სპეცრეისით 180-ამდე პირი ჩამოვა

საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების პროცესი კვლავ გრძელდება. დღეს სამშობლოში 180-ამდე პირი ათენიდან ჩამოვა. მგზავრებს შორის არიან არასრულწლოვნები, მძიმე ქრონიკული დაავადებების მქონე და ხანდაზმული პირები. ისინი ქვეყანაში ჩამოსვლის შემდეგ ორკვირიან სავალდებულო კარანტინს გაივლიან.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ განსაზღვრული ავიარეისების ფარგლებში, მორიგი სპეცრეისი 22 მაისს რომიდან შესრულდება.

ამ დროის მონაცემებით, პანდემიის პირობებში საქართველოში 12 ათასზე მეტი მოქალაქე დაბრუნდა.

დღის ამბები