03 მაისი 2024,   10:10
ვრცლად
ჩვენ უკვე მეორე ფაზაში გადავდივართ, ოპტიმისტურად ვართ განწყობილი - იტალიის პრემიერ მინისტრი

წინა დღეებთან შედარებით მცირედით იმატა ინფიცირების რიცხვმა ევროპის ქვეყნებში, თუმცა შენარჩუნებულია ინტენსიურ განყოფილებებში მძიმე პაციენტების კლების ტენდენცია.

ესპანეთში ბოლო 24 საათში გარდაცვლილთა რიცხვი კვლავ 100-ზე ნაკლებია. საერთო ჯამში კი ფატალურ შემთხვევათა რიცხვი 27 ათას გასცდა.

იტალია კორონავირუსთან ბრძოლის მეორე ფაზაში გადადის. იტალიის პრემიერ-მინისტრის ჯუზეპე კონტეს თქმით, კრიტიკული მდგომარეობა სრულდება და ქვეყანას ოპტიმიზმის საფუძველი აქვს. იტალიას 32 ათასზე მეტი გარდაცვლილი ჰყავს.

"ჩვენ უკვე მეორე ფაზაში გადავდივართ. ოპტიმისტურად ვართ განწყობილი და ვგრძნობთ სოციალური პასუხისმგებლობას. ჯერ კიდევ შორს ვართ ბრძოლის დასრულებამდე. იმისათვის რომ ეს ბრძოლა დასრულდეს, ჩვენ ჯერ კიდევ გვჭირდება ერთმანეთის თანადგომა,“ - განაცხადა იტალიის პრეზიდენტმა. 

დღის ამბები