03 მაისი 2024,   13:50
ვრცლად
ბრაზილიაში კორონავირუსით ინფიცირების მონაცემები რეკორდულად იზრდება

რეკორდულად იზრდება კორონავირუსით ინფიცირების მონაცემები ბრაზილიაში, სადაც ბოლო 24 საათში ინფიცირების 17 ათასზე მეტი და გარდაცვალების ათას 200-მდე შემთხვევა დაფიქსირდა.

სულ ქვეყენაში ინფიცირების თითქმის 272 ათასი შემთხვევა გამოვლინდა, ქვეყანა კორონავირუსის მსოფლიო რუკაზე მეოთხე ადგილზე იმყოფება.

"არ ვეთანხმები მთავარობის მიერ განსაზღვრულ კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის პოლიტიკას. ჯანდაცვის მინისტრი კოორდინირებულად არ მუშაობს რეგიონებთან. ადამიანები კი ყოველდღიურად იღუპებიან," - აცხადებს სენატორი უმბერტო კოსტა. 

დღის ამბები