საოკუპაციო რეჟიმის კიდევ ერთი მსხვერპლი - ოკუპირებულ ახალგორში მცხოვრები 63 წლის მამაკაცი, რომელსაც დიდი ხნის განმავლობაში არ აძლევდნენ ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მკურნალობის უფლებას, გარდაიცვალა.
მომხდარის შესახებ "რუსთავი 2-ს" ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ნუგზარ თინიკაშვილმა დაუდასტურა.
"რუსთავი 2"-თან საუბრისას თინიკაშვილმა აღნიშნა, რომ დიდი ძალისმხმევის შემდეგ, ოკუპირებულ ახალგორში მცხოვრები ჯუმბერ მილაძე საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე სამკურნალოდ გადმოჰყავდათ, თუმცა გზაში მისი მდგომარეობა დამძიმა და გადარჩენა ვეღარ შეძლეს.
"ჯუმბერ მილაძეა. წითელ ჯვარს გადმოჰყავდა. გზაში გარდაიცვალა, სოფელ კარალეთთან," - განაცხადა ნუგზარ თინიკაშვილმა "რუსთავი 2"-თან საუბრისას.
ცხედარი გორის პროზექტურაშია გადაყვანილი.