07 მაისი 2024,   10:16
ვრცლად
აშშ შენგენის ზონიდან მოგზაურების მიღებას უახლოეს ხანში არ აპირებს

აშშ შენგენის ზონიდან მოგზაურების მიღებას უახლოეს ხანში არ აპირებს - ამის შესახებ განცხადება თეთრი სახლის პრესმდივანმა გააკეთა.

"ჩვენ ჯერ ამ საკითხთან დაკავშირებით გრაფიკი არ გვაქვს. პრეზიდენტის მთავარი სადარდებელი არის ამერიკელი ხალხის დაცვა. მოგზაურობაზე შეზღუდვამ ამერიკელების სიცოცხლე გადაარჩინა,"– განაცხადა პრესმდივანმა.

თავდაპირველად დონალდ ტრამპმა შენგენის ზონიდან მოგზაურების მიღებაზე შეზღუდვა 30 დღით დააწესა, თუმცა მოგვიანებით თქვა, რომ ეს აკრძალვა ძალაში დარჩება, ვიდრე ევროპაში ვითარება არ გამოსწორდება. გამონაკლისს წარმოადგენენ დიპლომატები და ევროპელები, ვისაც აშშ-ში მუშაობის უფლება აქვთ.

დღის ამბები