19 მაისი 2024,   14:55
ვრცლად
FARA-ს რეესტრში შეყვანილია გიული ალასანია და კეზერაშვილის "ფორმულა" - 12 წელია, ისინი აღარ არიან "მთავრობის სახელით მოქმედი პირები" - სწორედ ამგვარი სიმართლეს აცდენილი ინფორმაცია ახალისებს რადიკალურ ჯგუფებს - პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის - მეთიუ მილერის განცხადებას ეხმიანება, რომლის მიხედვითაც "FARA ეხება იმ ადამიანებს, რომლებიც უცხოური მთავრობების სახელით მოქმედებენ და არა მათ, ვინც ლეგიტიმურ არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობას ახორციელებენ”.

როგორც შალვა პაპუაშვილი აღნიშნავს, FARA-ს რეესტრში შეყვანილია გიული ალასანია და დავით კეზერაშვილის ტელევიზია "ფორმულა", რომლებიც, უკვე 12 წელია, აღარ არიან საქართველოს "მთავრობის სახელით მოქმედი პირები".

მისი განცხადებით, სწორედ ამგვარი ზედაპირულობა და სიმართლეს აცდენილი ინფორმაცია ახალისებს რადიკალურ ჯგუფებს საქართველოში.

"FARA-ს რეესტრში შეყვანილია გიული ალასანია და დავით კეზერაშვილის ტელევიზია "ფორმულა". ალბათ, ეს მაინც არ არის სადავო, რომ არც ერთი და არც მეორე, ღმერთის წყალობით, უკვე 12 წელია აღარ არიან საქართველოს "მთავრობის სახელით მოქმედი პირები".

სწორედ ამგვარი ზედაპირულობა და სიმართლეს აცდენილი ინფორმაცია ახალისებს რადიკალურ ჯგუფებს საქართველოში.

გვახსოვდეს, რომ გამჭვირვალების ქართული კანონი ამერიკულთან ახლოსაც ვერ მივა რეგულაციების სიმკაცრით - არ ეხება ფიზიკურ პირებს, არ ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას და ა.შ.,” - წერს შალვა პაპუაშვილი.

დღის ამბები