გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ატენში უბედური შემთხვევა მოხდა, რომელსაც ხანდაზმული ქალი ემსხვარპლა. არსებული ინფორმაციით 80 წლის ქალი არხის პირას წაიქცა, მასში ჩავარდა და დაიხრჩო. ქალი სკლეროზით დაავადებული იყო. ადგილობრივები რაიმე საეჭვო გარემოებაზე არ საუბრობენ.
მომხდარზე გამოძიება 115 მუხლით დაიწყო.