23 აპრილი 2024,   10:13
ვრცლად
ხმაური ბათუმში - ადგილობრივების თქმით, სამშენებლო კომპანია ასწლოვან ევკალიპტებს ჩეხავს

ბათუმში, ინასარიძის ქუჩაზე ხმაური იყო. ადგილობრივები ასწლოვანი ევკალიპტების გაჩეხას აპროტესტებენ. მათი თქმით, კომპანია, რომელიც ამ ტერიტორიაზე საცხოვრებელი კორპუსის აშენებას გეგმავს, ევკალიპტებს ჩეხავს. ადგილობრივები განმარტავენ, რომ ეს ერთადერთი მწვანე ზონაა მიმდებარე ტერიტორიაზე და დაუშვებელია ხეების მოჭრა.

კომპანია, რომელსაც ტერიტორია მერიისგან აქვს შეძენილი კატეგორიულად უარყოფს ევკალიპტების გაჩეხვას, მათი თქმით მიმდინარეობს ხეების ჩამობელვა.

მოსახლეობის მხარდასაჭერად ინასარიძის ქუჩაზე პარტია "ევროპული საქართველოს" წარმომადგენლებიც მივიდნენ.

დღის ამბები