ფოთში 57 მოქალაქის ბიოლოგიური მასალის პასუხებს ელოდებიან. PCR კვლევები COVID-19 -ის გავრცელების პრევენციული ღონისძიების ფარგლებში ტარდება. მათგან ორ მოქალაქეს ინფიცირების შესაძლო ნიშნები აღენიშნება, ერთი - ზუგდიდის კლასტერთან დაკავშირებული მძღოლია, მეორე კი ცხელების ცენტრში მოთავსებული პაციენტი.
"გამოკვლეულ იქნა საბაჟოს თანამშრომლები, 55 კაცი. ერთი მძღოლი, რომელსაც კონტაქტი ჰქონდა ზუგდიდის კლასტერთან. თვითიზოლაციაში იმყოფება სულ 63 პიროვნება, აქედან ერთი არის ტირ-პარკიდან, ერთი ზუგდიდის კლასტერიდან და 2 პიროვნება, ბებია და შვილიშვილი, რომლებიც გერმანიიდან ჩამოვიდნენ,"- განაცხადა ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის დირექტორის მოადგილე ზინაიდა გაგუამ.
ამ დროისთვის ფოთში თვითიზოლაციაში სულ 63 მოქალაქე იმყოფება .