კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა ქვეყანაში მხოლოდ 2-ით გაიზარდა, COVID ინფექცია დაამარცხა კიდევ 10-მა პაციენტმა.
stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ამ ეტაპზე COVID-19-ის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 723-ია, საიდანაც გამოჯანმრთელებულია 495 ადამიანი, ხოლო გარდაცვლილთა რაოდენობა 12 -ია.
ამ დროისთვის, კარანტინში 3 614 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 316.