ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის განცხადებით, ქვეყანაში ამ დროისთვის, კორონავირუსის 723 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებული პაციენტების რაოდენობა კი 495-ია. მარინა ეზუგბაიას თქმით, გამოჯანმრთელებულების და გარდაცვლილების რაოდენობის გამოკლებით, ამ ეტაპზე, კორონავირუსის აქტიური შემთხვევების რიცხვი 216-ია. ბოლო 24 საათში დაფიქსირებული 2 ახალი შემთხვევიდან ერთი თეთრიწყაროს დადასტურებული შემთხვევის კონტაქტია, ხოლო მეორე საკარანტინო სივრციდან.
ეზუგბაიას განცხადებით ახალი შემთხვევებიდან ინფექციურ საავადმყოფოში პაციენტები არ შესულან.
ინფექციურ საავადმყოფოში ამ დროისთვის 40 პაციენტია, კორონავირუსის დადასტურებული დიაგნოზი კი 35 პაციენტს აქვს. 5 შესაძლო შემთხვევაზე კვლევა მიმდინარეობს.
მარინა ეზუგბაიას თქმით, კრიტიკული პაციენტის მდგომარეობა გაუმჯობესდა და ის უკვე კეთილსაიმედოდ ფასდება.
"მდგომაროება დასტაბილურდა ჟანგბადის საჭიროება მოიხსნა, თუ ასე გაგრძელდა მალე გაწერაზეც ვილაპარაკებთ," - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
ამ ეტაპზე მძიმე პნევმონია ინფექციური საავადმყოფოს 2 პაციენტს აქვს, მათი მდგომარეობა ჯერჯერობით სტაბილური არაა და პროგრესირებს. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.