18 ნოემბერი 2024,   19:35
ვრცლად
25 მაისიდან პენიტენციურ დაწესებულებებში ხანმოკლე პაემნები აღდგება

25 მაისიდან პენიტენციურ დაწესებულებებში ხანმოკლე პაემნები აღდგება. თუმცა რისკების შემცირების მიუხედავად გარკვეული შეზღუდვები ძალაში დარჩება და მოკლევადიანი პაემნები მხოლოდ მინის ბარიერის პირობებში იქნება დაშვებული. მისული სტუმარი ვალდებული იქნება, დაემორჩილოს იმ სანიტარულ წესებს, რომელიც პენიტენციურ დაწესებულებებში მოქმედებს.ახალი გადაწყვეტილებების შესახებ განცხადება იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა.

"ჩვენ ორშაბათ დილიდან უკვე შევძლებთ, რომ ხანმოკლე პაემნები აღვადგინოთ პენიტენციურ დაწესებულებაში. მოკლევადიანი პაემნების ჩატარება მოხდება მხოლოდ და მხოლოდ მინის ბარიერის პირობებში და ასევე მოსული სტუმარი ვალდებული იქნება, რომ დაემორჩილოს იმ სანიტარულ წესებს, რომელიც პენიტენციურ დაწესებულებებში მოქმედებს," - განაცხადა თეა წულუკიანმა.

დღის ამბები