საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევები კვლავ ამ დროისთვის 731-ს შეადგენს. მაჩვენებელი უკვე თითქმის 24 საათია უცვლელია.
მათ შორის გამოჯანმრთელებულია 526, გარდაცვლილია 12, კარანტინის რეჟიმში რჩება 3,000-ზე მეტი პირი, სტაციონარში მეთვალყურეობა მიმდინარეობს 300-ს ადამიანზე.
საქართველოში დამაკმაყოფილებელი ეპიდსიტუაციის მიუხედავად, ეპიდემიოლოგები რეგიონში არსებულ ურთულეს ვითარებაზე ამახვილებენ ყურადღებას და ყველას სიფრთხილისკენ მოუწოდებენ.