08 სექტემბერი 2026,   16:45
ვრცლად
იყენებენ თუ არა ისევ ბოჭორიშვილის კლინიკაში პლაქვენილს - მაკა სოლოღაშვილი კოვიდინფიცირებული პაციენტების მდგომარეობაზე

ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელმა მაკა სოლოღაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე იმ მდგომარეობაზე ისაუბრა, რომელიც კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მხრივ არის კლინიკაში. მაკა სოლოღაშვილის თქმით, ბოლო დადასტურებული პაციენტი კლინიკაში 5 დღის წინ შევიდა, ამ ეტაპზე კი სამედიცინო დაწესებულებაში 32 ინფიცირებული პაციენტია:

"ბოქსირებულ სექტორში მკურნალობს39 პაციენტი აქედან 32 არის კოვიდინფიცირებული. ერთია გამოჯანმრთელება,ა ხალი პაციენტი არ გვყავს. 11 არის ბავშვი. 2 პაციენტის მდგომარეობა არის შედარებით საყურადღებო, ისიც თანმხლები დაავადებების გამო. 4 პაციენტი ელოდება კვლევაში ჩართვას, ველოდებით 3 ბავშვის გამოჯანმრთელებას. ბოლოს დადასტურებული პაციენტი კლინიკაში 5 დღის წინ შევიდა," - განაცხადა მაკა სოლოღაშვილმა.

მაკა სოლოღაშვილს პლაქვენილთან დაკაშირებითაც მოუწია პასუხის გაცემა. სოლოღაშვილის თქმით, პრეპარატს, რომელიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ტესტირებიდან ამოიღო, უკვე ბოლო პერიოდის განმავლობაშ ისედაც აღარ იყენებდნენ

"ჩვენი კლინიკის მაგალითზე არ გვქონია რაიმე გართულება. ზოგჯერ შერჩევითად შეინიშნებოდა ვირუსის ელიმინაცია. აღარ ვიყენებთ ბოლო პერიოდის განმავლობაში. ისედაც ვიყენებდით ინდივიდუალურად. ბოლო პერიოდში პაციენტების მდგომარეობა ისედაც მსუბუქი იყო, აღარ იყო საჭირო," - აღნიშნა სოლოღაშვილმა.

 

დღის ამბები