დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ხათუნა ზახაშვილმა ფეისბუკლაივის დროს კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების გენდერულ და ასაკობრივ მაჩვენებელზე ისაუბრა. როგორც აღმოჩნდა საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირებულთა უმრავლესობა ქალია:
"738 დადასტურებული შემთხვევიდან 42% კაცია, 58% კი ქალი. რაც შეეხება ბავშვებს 15 წლის ასაკის ჩათვლით გვყავს 8.4%, მინიმალური ასაკი არის 2 წელი. 18 წლამდე ასაკის პაციენტთა მაჩვენებელი კი 10.2%-ია"- განაცხადა ხათუნა ზახაშვილმა.