რა რეკომენდაციები უნდა გაითვალისწინონ დამსვენებლებმა ზღვის სეზონზე. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელობამ ფეისბუკლაივის დროს ისაუბრა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ხათუნა ზახაშვილის თქმით, მთავარი რეკომენდაცია დისტანციის დაცვაა.
"ზღვაზე დასვენება თავისთავად რისკის შემცველია არაა, მაგრამ არ დაგავიწყდეთ ფიზიკური დისტანცირება აუცილებელია, იგივე უნდა მოხდეს პლაჟზე შეზლონგების განლაგებისას, ზღვის წყალი საფრთხეს არ წარმოადგენს, საფრთხეს წარმოადგენს ადამიანისგან გამოფრქვეული წვეთები," - განაცხადა ხათუნა ზახაშვილმა. მისი თქმით, შეზლონგების განლაგების, დასუფთავების და სხვა წესებთან დაკავშირებით გარკვეული რეკომენდაციები უკვე შემუშავებული აქვს აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს.