04 მაისი 2024,   04:07
ვრცლად
მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი 6 მილიონს გასცდა - პირველ ადგილს კვლავ აშშ ინარჩუნებს

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი 6 მილიონს გასცდა. კვლავ პირველ ადგილს ინარჩუნებს ინფიცირებისა და ფატალური შემთხვევების რაოდენობით შეერთებული შტატები. ქვეყნაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 25 000 შემთხვევა დადასტურდა და დაინფიცირებულთა რაოდენობა 1 746 019-მდე გაიზარდა. პარალელურად დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ შტატები ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან პარტნიორობას წყვეტს.

შტატების პრეზიდენტმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია კიდევ ერთხელ გააკრიტიკა და უმოქმედობაში დაადანაშაულა. ტრამპმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას დაფინანსებაც შეუჩერა. ვაშინგტონი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას კორონავირუსის შესახებ ინფორმაციის დამალვასა და ჩინეთთან მიკერძოებულობაში ადანაშაულებს.

"ჩვენ განვიხილეთ ის რეფორმები, რომელიც მას უნდა განეხორციელებინა, მაგრამ მათ უარი განაცხადეს მოქმედებაზე. ჩვენ დღეს ვწყვეტთ ურთიერთობას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისთვის გამოყოფილი თანხები კი საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სხვა საჭიროებებზე იქნება გადამისამართებული. მსოფლიოს სჭირდება პასუხები ჩინეთისგან. ჩვენ უნდა გვქონდეს გამჭვირვალობა" - აცხადებს დონალდ ტრამპი. 

დღის ამბები