04 მაისი 2024,   00:25
ვრცლად
მეცნიერება გამოსავლის პოვნაში გვეხმარება და ყველასთვის თანაბრად მისაწვდომი უნდა იყოს, ჩვენ გვჭირდება სოლიდარობა - ჯანმო

გერმანიის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ტრამპის ქმედება საერთაშორისო ჯანდაცვის იმედგაცრუება იყო

პანდემიის მიუხედავად, სახელმწიფოები ზომების შემსუბუქებას განაგრძობენ. საფრანგეთში ორი ივნისიდან ბარები, რესტორნები და სანაპიროები გაიხსნება. 15 ივნისიდან 29 ქვეყნის მოქალაქეებისთვის საზღვრებს გახსნის საბერძნეთიც. საბერძნეთში ვერ ჩავლენ იმ ქვეყნების მოქალაქეები რომლებიც კორონავირუსმა ყველაზე მეტად დააზარალა. აკრძალვების მოხსნამ ზოგიერთ სახელმწიფოში ინფიცირების შემთხვევები გაზარდა.

სამხრეთ კორეასა და ისრაელში COVID ინფიცირებულთა მაჩვენებლის ზრდის გამო, სკოლებში სასწავლო პროცესი შეწყდება. სტატისტიკა მზარდია საქართველოს მეზობელ სახელმწიფოებში. რუსეთში ბოლო 24ხ საათში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა თითქმის 9 ათასით გაიზარდა.სომხეთში, კი ერთ დღეში ვირუსის 251 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, საერთო ჯანში კი ქვეყანაში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ ცხრა ათას მიაღწია. რთული მდგომარეობაა უკრაინაშიც სადაც ბოლო 24 საათში ვირუსი 393 ადამიანს დაუდგინდა. პანდემიის ეპიცენტრად კვლავ შეერთებული შტატები რჩება.

დონალდ ტრამპმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან თანამშრომლობაზე უარი თქვა. ვაშინგტონის გადაწყვეტილება გერმანიამ გააკრიტიკა. გერმანიის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ტრამპის ქმედება საერთაშორისო ჯანდაცვის სფეროსთვის იმედგაცრუება იყო.

"მეცნიერება გამოსავლის პოვნაში გვეხმარება. მაგრამ ეს გამოსავალი ყველასთვის თანაბრად მისაწვდომი უნდა იყოს. ჩვენ გვჭირდება სოლიდარობა. 37 სახელმწიფო და პარტნიორები შევთანხმდით, რომ COVID-19-ის წინაღმდეგ ყველა ბერკეტი თანაბრად მისაწვდომი იყოს"- აცხადებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორი ტედროს ადჰანომ გებრეიესუსი.

დღის ამბები