18 აპრილი 2024,   08:02
ვრცლად
COVID-19-ით დადასტურებული 11 ახალი შემთხვევიდან, ერთი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა საყურადღებოა

აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მაკა სოლოღაშვილის განცხადებით, კლინიკას 11 კოვიდდადასტურებული პაციენტი დაემატა. მაკა სოლოღაშვილის თქმით, აქედან 4-ს კორონავირუსი ბოჭორიშვილის კლინიკაში დაუდასტურდა, ხოლო 7 პაციენტი დადასტურებული დიაგნოზით შეიყვანეს.

მაკა სოლოღაშვილის განცხადებით, 11 ახალი შემთხვევიდან 7 ინფიცირებული საბურთალოს კლასტერს, 4 კი ბოლნისის წყაროს ეკუთვნის. მისივე თქმით, კორონავირუსისგან 4 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ხოლო დამატებით 3 კვლევაში ჩართვას ელოდება.

"43-დან 29 არის კოვიდ დადასტურებული. აქედან 18 წლამდე ასაკის არის 7. გუშინ დაემატა 11 ახალი დადასტურებული პაციენტი. აქედან 4-ს დაუდასტურდა ჩვენს კლინიკაში და 7 გადმოვიდა დადასტურებული დიაგნოზით.

7 ინფიცირებულია საბურთალოს კლასტერიდან და 4 ბოლნისიდან. ახალი პაციენტებიდან 1 პაციენტის მდგომარეობაა საყურადღებო, იგი დატვირთული ანამნეზით არის. 4 პაციენტი გამოჯანმრთელდა და 3 ახალი პაციენტი ელოდება კვლევაში ჩართვას," - აღნიშნა მაკა სოლოღაშვილმა.

დღის ამბები