კორონავირუსით დაინფიცირების რისკები ისევ გაზრდილია მარნეულში, სოფელ მარეთში 3 ახალი ინფიცირებულია. ეპიდემიოლოგები კონტაქტებს იკვლევენ.
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის, ზაურ დარგალის განცხადებით, სოფელ მარეთში ეპიდემიოლოგები მუშაობენ და მიმდინარეობს კონტაქტების გამოკვლევა.
"მარნეულში, სოფელ მარეთში, "კოვიდ 19-ის" სამი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ეს არის ოჯახური კლასტერი. ეპიდემიოლოგები აქტიურად მუშაობენ და მიმდინარეობს კონტაქტების დადგენა, რის შემდეგაც მოხდება ანალიზების აღება,"- განაცხადა ზაურ დარგალმა.
შეგახსენებთ, მარნეულში ინფიცირებულებს დღეს დილით სამი ახალი დაინფიცირებული დაემატა. კონტაქტები ჯერჯერობით გამოკვლეული არ არის და მიმდინარეობს ოჯახური კლასტერის კონტაქტების დადგენა.