"კლივლენდ კავალიერსის" რიგებში NBA-ს ჩემპიონი ჯეი არ სმიტი მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა.
ამერიკის ქალაქებში ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის გამო საპროტესტო დემონსტრაციები მიმდინარეობს, ერთ-ერთი აქციის დროს ჯეი არ სმიტი ახალგაზრდა მამაკაცს ფიზიკურად გაუსწორდა. ვიდეოკადრებში კარგად ჩანს, რომ ჩემპიონი უცნობ მამაკაცს სცემს.
კალათბურთელის განცხადებით, უცნობმა მამაკაცმა მისი მანქანის ფანჯარა ჩაამსხვრია.