19 სექტემბერი 2026,   15:53
ვრცლად
"პარი სენ ჟერმენმა" მილანის "ინტერიდან" არგენტინელი ფორვარდი მაური იკარდი გამოისყიდა

"პარი სენ ჟერმენმა" მილანის "ინტერიდან" არგენტინელი ფორვარდი მაური იკარდი გამოისყიდა. არგენტინელმა ფეხბურთელმა ფრანგულ კლუბთან 4-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.

ოთხი წლის მანძილზე სამხრეთ ამერიკელი სპორტსმენი 40 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.

პარი სენ ჟერმენმა ტრანსფერში 50 მილიონი ევრო გადაიხადა. ბონუსების სახით იტალიელებმა, შესაძლოა კიდევ 7 მილიონი მიიღონ.

დღის ამბები