18 ნოემბერი 2024,   21:33
ვრცლად
ბათუმში 26 წლის მამაკაცმა საკუთარი სიძე ცივი იარაღით დაჭრა

ბათუმში, 26 წლის მამაკაცმა დის ყოფილ მეუღლეს ცივი იარაღით ჭრილობები მიაყენა. ფაქტს წინ უძღოდა შელაპარაკება.

ბრალდებული პოლიციამ შემთხვევიდან მალევე დააკავა, ამოღებულია დანაშაულის იარაღი დანა. დაჭრილი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. საქმე მკვლელობის მცდელობის ბრალდებით აღიძრა, რაც თავისუფლების 7დან 15 წლამდე აღკვეთას ითვალისწინებს.

შემთხვევას თვითმხილველები არ ჰყავს, სავარაუდოდ 26 წლის ბრალდებულს წინასწარ ჰქონდა დანაშაული დაგეგმილი და ის ბათუმში განზრახ ჩავიდა, სადაც თავისი ყოფილი სიძე დაიბარა.

მეზობლები დეტალებზე ვერ საუბრობენ და აცხადებენ, რომ ოჯახი ახალი გადმოსულია და მათთან ახლო ურთიერთობა არ ჰქონიათ.

დღის ამბები