20 აპრილი 2024,   06:48
ვრცლად
დაუშვებელია ძარცვა - ლეგენდარულმა კალათბურთელმა დენის როდმანმა მიმართვა გაავრცელა

ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ლეგენდარულმა კალათბურთელმა დენის როდმანმა სპეციალური მიმართვა გაავრცელა და იმ ადამიანებს, რომლებიც პოლიციელის მიერ ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის გამო პროტესტს გამოთქვამენ, მეტი თავშეკავებისკენ მოუწოდა. როდმანის განცხადებით, დაუშვებელია ძარცვა და კერძო საკუთრების განადგურება.

მასობრივი არეულობების წინააღმდეგ გამოდის იუ-ეფ-სის რეიტინგის პირველი ნომერი ჯონ ჯონსი, 32 წლის ამერიკელმა მებრძოლმა ალბუკერკეს ქუჩაში ახალგაზრდები შეაჩერა, რომლებიც ვანდალური აქტის განხორციელებას აპირებდნენ.

ჯორჯ ფლოიდის ხსოვნას პატივი მიაგეს ლივერპულის ფეხბურთელებმა. ინგლისური კლუბის მოთამაშეები მოედნის ცენტრში წრეზე განაწილდნენ და ცალ მუხლზე მდგარებმა ფოტო გადაიღეს. ფოტო სოციალურ ქსელში ლივერპულის 34 წლის მცველმა ჯეიმს მილნერმა განათავსა წარწერით: "ერთიანობა ძალაა." იქვე იყო ჰეშთეგიც – "შავკანიანთა სიცოცხლე მნიშვნელოვანია."

დღის ამბები