COVID-19-ის ახალი შემთხვევები დღის ბოლოს დაფიქსირდა - ბოლო 24 საათში ინფიცირებულთა რაოდენობა სულ სამით არის მომატებული.
საერთო ჯამში საქართველოში კოვიდ ინფიცირების 812 დადასტურებული შემთხვევაა. 9-ით არის გაზრდილი გამოჯანმრთელობულთა რაოდენობაც და 683-ს შეადგენს.
კარანტინის რეჟიმშია 2 900-ზე მეტი პირი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 249 ადამიანი.
საქართველოში კორონავირუსით 13 ადამიანი გარდაიცვალა.