დუშეთის რაიონის მცხოვრებლები "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა ზაალ უდუმაშვილმა მოინახულა. მათი დიდი ნაწილი მძიმე სოციალურ მდგომარეობაზე საუბრობს. როგორც ადგილობრივები აღნიშნავენ, მათ შემოსავლის ერთადერთი წყარო პანდემიის შემდეგ დაკარგეს და ახლა მიზერული თანხებით უწევთ თვიდან თვემდე თავის გატანა.
ადგილობრივები აღნიშნავენ, რომ მიუხედავად მძიმე პირობებისა, მთავრობის მიერ დაანონსებულ დახმარების პროგრამაში მაინც ვერ მოხვდნენ.
ზაალ უდუმაშვილმა კიდევ ერთხელ მოუწოდა მთავრობას პარტიის მიერ შეთავაზებული ანტიკრიზისული გეგმის გათვალისწინება, რაც ზრდასრული პირისთვის 1000 ლარიან, 18 წლამდე მოზარდებისთვის კი- 500 ლარიან დახმარებას გულისხმობს.
"ერთი კითხვა მაქვს ხელისუფლებასთან: ვის მიეცით ეს დახმარება, იმიტომ რომ ათასობით, ასიათასობით და მილიონობით ჩვენი მოქალაქე დარჩა დახმარების გარეშე. ამიტომ, ჩვენი მთავარი მოთხოვნაა, რომ განურჩევლად ყველას უნდა მიეცეს დახმარება 1000 ლარი ზრდასრულს და 500 ყველა ბავშვს,"-განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.