20 აპრილი 2024,   12:18
ვრცლად
სომხეთში COVID-19-ის მსხვერპლთა რაოდენობამ 217-ს მიაღწია - საგანგებო მდგომარეობა სავარაუდოდ ისევ გახანგრძლივდება

საქართველოს მეზობელ სახელმწიფოებში COVID-19-ის მონაცემების ზრდის ტენდენცია ნარჩუნდება. სომხეთში COVID-19-ს კიდევ 6 ადამიანი ემსხვერპლა და ლეტალობის შემთხვევებმა საერთო ჯამში 217-ს მიაღწია. ქვეყნის პრემიერის განცხადებით, დიდი ალბათობით, სომხეთში საგანგებო მდგომარეობა გახანგრძლივდება.

შეზღუდვების შემსუბუქების მომდევნო ეტაპზე გადადის თურქეთი, სადაც კოვიდინფექციის ფატალური შემთხვევების რაოდენობა 4700-ს აჭარბებს. რუსეთში ეს მაჩვენებელი 6 ათასს გადაცდა. აზერბაიჯანში კი ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე კორონავირუსს საერთო ჯამში 98 ადამიანი ემსხვერპლა.

დღის ამბები