10 სექტემბერი 2026,   11:29
ვრცლად
აფეთქება ბათუმში - გამოძიება უსაფრთხოების ნორმების დარღვევის მუხლით მიმდინარეობს

აფეთქება ბათუმში - თევზის ბაზრის ტერიტორიაზე მდებარე ერთ-ერთ რესტორანში წინასწარი ინფორმაციით, ბუნებრივი აირი აფეთქდა.

ტალღა იმდენად ძლიერი იყო, რომ შენობა მთლიანად დანგრეულია, დაშლილია კედლები, ჩავარდნილია სახურავი, სამშენებლო ნაწილები კი იქვე მდებარე მანქანას დაეცა. დაშავებულები არ არიან. გამოძიება დაწყებულია უსაფრთხოების წესების დარღვევის ფაქტზე.

ობიექტს დაცვის ერთი თანამშრომელი ჰყავს, თუმცა აფეთქების მომენტში ის შენობის მიმდებარედ იმყოფებოდა და დაზიანებებს სრულიად შემთხვევით გადაურჩა.

რესტორნის მენეჯერის თქმით, აფეთქება სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია, თუმცა, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში შესაბამისი სამსახურების მიერ ობიექტზე უსაფრთხოების ნორმები შემოწმებული იყო.

"შემოწმებული იყო რამდენიმე დღის უკან, შეამოწმეს როგორც ვიცი და გუშინ რადგან მუშაობა არ იყო ჩვენთან, შეიძლება გუშინ საღამოსაც მომხდარიყო. შეიძლება გუშინაც დიდი მუშაობა რომ ყოფილიყო, გუშინაც მოხდებოდა," - აცხადებს რესტორნის მენეჯერი ნინა კაჩაევა.

ფაქტზე გამოძიება 240-ე პრიმა მუხლით არის დაწყებული, რაც უსაფრთხოების ნორმების დარღვევას გულისხმობს.

დღის ამბები