ბათუმში, "თევზის ბაზრის" მიმდებარედ, აფეთქება მოხდა, რამაც ხანძარი გამოიწვია. კერძოდ, აფეთქდა თევზის რესტორანი. დაზიანებულია რესტორნის კონსტრუქცია და ერთი ავტომობილი.
მოვაჭრეების თქმით, აფეთქება, დაახლოებით, დილის 6 საათზე მოხდა. აფეთქების მიზეზი სავარაუდოდ გაზის გაჟონვა გახდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია, შემთხვევის შედეგად კი არავინ დაშავებულა. აფეთქების მიზეზის დასადგენად ადგილზე საგამოძიებო სამუშაოები მიმდინარეობს.