როგორია ეპიდვითარება საქართველოში - ახალი კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების 95% შეიძლება ითქვას, რომ უკვე გამოჯანმრთელებულია და კოვიდ მიმღებს განყოფილებებში 119 პირი რჩება, ვისაც ვირუსი აქვს დადასტურებული.
რაც შეეხება დღეს დადასტურებული 4 ახალი შემთხვევიდან 2 პაციენტს, ერთი სატვირთო ავტომობილის მძღოლია, მეორე კი ავსტრიიდან ჩამოსული ახალგაზრდა კაცი. ორივე მათგანი საკარანტინო სივრციდან იმპორტირებული შემთხვევებია, თუმცა მათ კორონავირუსი თბილისის ზღვის ჰოსპიტალში დაუდასტურდათ. პაციენტები ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
"დაფიქსირდა კლინიკაში 2 კოვიდ დადებითი პაციენტი. ერთი არის ტვირთის გადამზიდი დიდი მანქანის მძღოლი და მეორე არის ახალგაზრდა მამაკაცი ჩამოსული ამსტერდამიდან. საშუალო სიმძიმის პაციენტები არიან, თანმხლები დაავადებები არ აღენიშნებათ ამ პაციენტებს.
კონტაქტებს რაც შეეხება, ახალგაზრდა ჩამოვიდა და აეროპორტიდან იქნა მოყვანილი ჩვენთან. მეორე მამაკაცი არის ხანგრძლივ რეისებზე მომუშავე მძღოლი და მის კონტაქტებს ეპიდემიოლოგები დაადგენენ," - აცხადებს თბილისის ზღვის ჰოსპიტალის კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის უფროსი მარეხი ბექაია.